ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინით 2021 წელს ქვეყნის მთლიან მოსახლეობას აცრის. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრაზილია მოსახლეობის ნახევრის ვაქცინაციას ივნისის ბოლოს დაასრულებს, მეორე ნაწილს კი წლის ბოლომდე აცრის.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში კორონავირუსით 9,671,832 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 235,185 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8,596,130-ს შეადგენს.











