ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 80 508 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 7 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში კორონავირუსის 11,019,344 შემთხვავ დაფიქსირდა. ვირუსს 265,500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9,757,178-ს შეადგენს.











