ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსს 3 251 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში კოვიდით 12 136 615 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 298 843-ს შეადგენს.











