ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კოვიდით 2,286 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში კორონავირუსის 11,205,972 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9,913,739-ს შეადგენს.











