ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტს, ამილტონ მოურაუს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ვიცე-პრეზიდენტი ჟაბურუს რეზიდენციაში თვითიზოლაციაში გადავა“, – ნათქვამია ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის,მიმდინარე წლის ივლისში კორონავირუსი ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს დაუდასტურდა.











