fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ – გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა

22:28 ივლისი 10, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
806
ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ – გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალი ჯონი ტატუნაშვილი ამ დრომდე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლის თანამდებობას იკავებდა.

„ჯონი ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 1993 წლიდან მსახურობს. მისი სამხედრო კარიერა სამხედრო აკადემიიდან იწყება, სადაც 1997 წლამდე სწავლობდა. 1997 წელს ის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სასწავლო ცენტრის ოცმეთაურად, მოგვიანებით კი ასეულის მეთაურად დაინიშნა. 2001-2002 წლებში ჯონი ტატუნაშვილი სპეციალური დანიშნულების ძალების “კომანდოს” ბატალიონის ოპერატიული და საბრძოლო მომზადების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მსახურობდა. 2003-2005 წლებში სპეციალური დანიშნულების ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მმართველობის ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ოფიცერი იყო. 2005-2008 წლებში ჯონი ტატუნაშვილს I ქვეითი ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურის, მოგვიანებით კი I ქვეითი ბრიგადის მმართველობის შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2008 წელს ჯონი ტატუნაშვილი სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსად დაინიშნა. 2015 -2016 წლებში ის მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაურის თანამდებობაზე მსახურობდა, 2017 წელს კი, დასავლეთის სარდლის მოადგილედ დაინიშნა.

ჯონი ტატუნაშვილი მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში; 2014-2015 წლებში ავღანეთში, ISAF-ის მისიაში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენლად მსახურობდა. გენერალ ჯონი ტატუნაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: თავდაცვის სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

9 სექტემბერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღეა

სექტემბერი 9, 2021
767
პოლიტიკა

გენერალ-მაიორი ტომას კარდენი წეროვანში აშშ-ის საელჩოს წიგნების კუთხის გახსნას დაესწრო

აგვისტო 5, 2021
785
პოლიტიკა

ბურჭულაძე: მადლობა ბატონ პრემიერს იმ მხარდაჭერისა და განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია და აგრძელებს ჩვენი ჯარის გაძლიერებისთვის

ივლისი 22, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია