დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რომელმაც ბრექსითის შემდგომ ლონდონსა და ბრიუსელს შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბრექსითის გარდამავალი პერიოდი 31 დეკემბერს იწურება, რის შემდეგაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საბოლოოდ გამოეთიშება.











