ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის შეხვედრა მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე – ნატოში.
პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან მართავს.











