ბრიუსელში კიდევ ერთხელ უნდა ჩავიტანოთ ის პროგრესი, რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ამ მოკლე დროში მივაღწიეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი განაცხადი არის ამბიციური, რომ ქვეყანამ ოფიციალურად შეიტანოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, მანამდე ჩვენ მობილიზებული მუშაობა გვმართებს, აქედან გამომდინარე მთელი ეს პროცესი გამჭვირვალედ უნდა იყოს მართული და ამიტომ, ყველას ერთად დიდი ძალისხმევა გვმართებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.











