ბუკნარში კიდე ერთი დაპირისპირება მოხდა. ამ შემთხვევაში ერთანეთს დაუპირისპირდნენ გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძეს და ენმ-ადგილობრივ ერთ-ერთ ლიდერს ბესო ქათამაძე.
„ეს დაპირისპირება თქვენი დამსახურებაა და ბოდიში უნდა მოიხადოთ“, – თქვა ქათამაძემ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, პოლიციამ ბესო ქათამაძე სოფელს გაარიდა, რათა კონფლიქტის გამწვავებისთვის შეეშალათ ხელი.
ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე მობილიზებულია უპრეცენდენტო რაოდენობა სამართალდამცავების.
შეგახსენებთ, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში 12 იანვარს დაიწყო. ადგილობრივი მუსლიმი თემი, სოფელში მეჩეთის მოწყობას და ლოცვის უფლებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი მაღთლმადიდებელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება.
13 იანვარს, გვიან ღამით შედგა შეხვედრა ორივე მხარის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, თითქოს კონფლიქტი უნდა ამოწურულიყო, თუმცა დღეს დილისდან აქცია ისევ განახლდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











