ჩოხატაურის მერიის წინ შეკრებილ მოსახლეობასთან, ყურანი და ბიბლია მიიტანეს.
„მუსლიმებს და მართლმადიდებელ ძმებს არ უნდა ეგონოთ რომ რამე სხვა ღმერთს ემსახურებიან”- აღნიშნა პირმა, რომელმაც ბიბლია და ყურანი გვერდიგევრდ დადო და მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა.
ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
მისი თქმით, არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას.
განცხადება გაავრცელა შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებმა.
შეგახსენებთ, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში 12 იანვარს დაიწყო. ადგილობრივი მუსლიმი თემი, სოფელში მეჩეთის მოწყობას და ლოცვის უფლებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი მაღთლმადიდებელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება.
გუშინ, 13 იანვარს, გვიან ღამით შედგა შეხვედრა ორივე მხარის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, თითქოს კონფლიქტი უნდა ამოწურულიყო, თუმცა დღეს დილისდან აქცია ისევ განახლდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











