ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბულგარეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ნებისმიერი სახის მკურნალობისთვის სახლში დარჩება, როგორც ამას ექიმები ურჩევენ.
მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, ბორისოვს თავისი მოვალეობის შესრულება შეუძლია და მუდმივ კონტაქტშია მინისტრებთან.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ბულგარეთში, ისევე როგორც ევროკავშირის ბევრ სხვა ქვეყანაში, ახალი ინფექციების მკვეთრი ზრდაა.