ბუნებრივი გაზი თბილისი ენერჯის მომხმარებლებისთვის დაახლოებით 7.8 თეთრით გაძვირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
შედეგად 1-ლი ივნისიდან ქვეყანაში ახალი ტარიფი იმოქმედებს და 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46.138 თეთრის ნაცვლად 53.972 თეთრი ეღირება.
ახალი ტარიფები 2023 წლის 1-ელ იანვრამდე იმოქმედებს.










