ხანძარია ჩაქვში. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პრაიმტამნიუსს“ განუცხადეს, ცეცხლი ბალახს მოეკიდა.
„შეტყობინება ცოტა ხნის წინ შემოვიდა. როგორც ვიცით, ცეცხლი ბალახს მოეკიდა. შემთხვევის ადგილისკენ მეხანძრე-მაშველების სამი ეკიპაჟი მიემართება“,- აცხადებენ უწყებაში.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
ავტორი: ნაიარა ქობულაძე










