ჩაქვში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის გახსნის მოთხოვნით დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პენსიის ასაღებად საათობით ქუჩაში რიგში დგომა უწევთ, რაც ძალიან რთულია ასაკოვანი ადამიანებისთვის.
„ჩაქვის მოსახლეობის სურვილია, გაიხსნას ფილიალი. აქ კი დგას მოძრავი მიკროავტობუსი, მაგრამ ის ყველა სოფელში ვერ ადის, აქ ადგილზე კი დიდი რიგია. თან ზამთარში, სიცივეში რთულია ასაკოვანი ადამიანებისთვის გარეთ დგომა.
მით უმეტეს, ამ კორონავირუსის დროს, რისკ-ჯგუფში არიან და ასეთ სიტუაციაში უწევთ ყოფნა. მეტი მოფრთხილება სჭირდებათ მათ. შესაბამ მომსახურებას უნდა იღებდნენ. თუ ადგილზე, სოფელში ამოვა მანქანა, უკეთესია, რადგან მგზავრობა ზოგადად უჭირთ და ამ პანდემიის დროს, როცა ტრანსპორტი არ არის, ტაქსით უნდა ვიაროთ. ეს კი ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა.
აქ ადრე იყო ფილიალი, კომფორტული და კარგი მომსახურებაც იყო, გახსნან ისევ და სიტუაცია განიტვირთება მაინც“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











