ხანხარია ჩაქვში, სოფელ ბუკნართან.
როგორც თვითმხილველი “პრაიმტაიმნიუსთან” აცხადებს, ცეცხლი ეკალ-ბარს გაუჩნდა და საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ბუკართან ცეცხლი ბალახს მოეკიდა.
„ბუკნართან გორაზე ცეცხლი მოეკიდა ბალახს. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები. გავრცელების საფრთხე არ არის, ახლოს არც დასახლებული პუნქტი და არც ტყე არ არის. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება”- აცხადებენ უწყებაში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











