ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს ეტაპი, რომ პირდაპირ ეთერში მივმართო ობიექტს და ვუთხრა: „თქვენ ცუღლუტი ხართ!“ – ეს მე ვუთხარი ელისაშვილს ეთერში, იოსელიანს, იაგო ხვიჩიას , – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ გარკვეულ ოპოზიციონერებთან საუბრის მცდელობა აქვს.
„მე მიჭირს ხოლმე ის რაღაც 3-4 დღე, როდესაც მწვავე განცხადებას გავაკეთებ, ამიტომ, ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს ეტაპი, რომ პირდაპირ ეთერში მივმართო ობიექტს და ვუთხრა: „თქვენ ცუღლუტი ხართ!“, ესე იგი მე რაღაც ინფორმაცია მაქვს გადამოწმებული – ეს მე ვუთხარი ელისაშვილს ეთერში, იოსელიანს, ეს მე ვუთხარი იაგო ხვიჩიას და ასე აგიხდეთ სიკეთე! მცდელობები აქვთ გარკვეულ ადამიანებთან საუბრისა, ვიცი, რომ აქვთ მცდელობები. მე უბრალოდ თუ რამე ზედმეტს არ ვამბობ ხოლმე, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მივაყენო ზიანი ამ მართლა საინტერესო პროცესს, იმიტომ, რომ მართლა გეუბნებით, ეს 51 დეპუტატი ძალიან მონოლითურად და წესიერად ვდგავართ. დღეს დილიდან ერთმანეთთან კონსულტაციები გვაქვს, არ ვფიქრობ, რომ ვიღაც გასხლტება, ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს რიგებში ამ წამს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.











