fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოშია – მხარეები პანდემიის წინააღმდეგ და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ

13:31 მაისი 28, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
786
ნახვა

ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი რადეკ პოლიცარი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მან განიხილა თანამშრომლობის გზები როგორც კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ, ასევე სხვადასხვა მიმართულებით.

რადეკ პოლიცარმა ქართველ კოლეგას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ქალბატონ მარიამ გაბუნიას შეხვედრის ფარგლებში გაუზიარა ჩეხეთის გამოცდილება პანდემიასთან ბრძოლაში და განიხილა მასთან დაკავშირებული გამოწვევები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ბატონ ამირან გამყრელიძესთან შეხვედრის მსვლელობისას განიხილეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. გარდა დამცავი მასალების მიწოდებისა და სოფლად მცხოვრები ექიმების ტრენინგებისა, ჩეხეთის რესპუბლიკა დაეხმარა საქართველოს ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალის შექმნაში, რაც ხელს უწყობს ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით ასაკობრივი ჯგუფებისთვის პრიორიტეტების მინიჭებაში. მხარეებმა ასევე განიხილეს ონკოლოგიის ადგილობრივი რეესტრის სამომავლო განვითარების საკითხები. როგორც ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა პეტრ მიკისკამ აღნიშნა, ”ჯანდაცვის სექტორი არის ჩეხეთის განვითარების სააგენტოს სამი პრიორიტეტული სექტორიდან ერთ-ერთი და ჩვენ მომავალშიც  შევინარჩუნებთ სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის მაღალ დონეს”.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ბატონ რადეკ პოლიცარს თან ახლდა ჩეხეთის ბიზნეს დელეგაცია. სამედიცინო სექტორის წარმომადგენელმა ჩეხურმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარუდგინეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგისა და რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს. ამასთანავე, მოინახულეს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ორი კერძო საავადმყოფო – ნიუ ჰოსპიტალსი და მედიქლაბ ჯორჯია. 28 მაისს,  ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში უმასპინძლა სამედიცინო ბიზნეს ფორუმის დაკსვნით ღონისძიებას, სადაც ჩეხურმა კომპანიებმა: „LINET“, „Codaco“, „PharmData“, „TestLine“, „ProSpon“, „MZ Liberec“, „TSE“, „SMT“, „Advanced Medical Solutions“, „Nafigo“, „WPA Nanotechnologies“ და „PROMA REHA“ წარუდგინეს თავიანთი პროდუქცია 15 ქართულ კომპანიას, რომლებიც ახორციელებენ  სამედიცინო პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას და ამასთანავე, აწვდიან მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას.

ჩეხეთის რესპუბლიკას სამედიცინო აღჭურვილობის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ჩეხური კომპანიები წარმატებულები, კონკურენტუნარიანები არიან გლობალურ ბაზარზე.  ”მე ძალიან ვამაყობ, რომ ჩეხური კომპანიები ინოვაციური მიდგომებით და მაღალი ხარისხის პროდუქტებით პასუხობენ ჯანმრთელობის სფეროში არსებულ გამოწვევებს. საერთაშორისო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პანდემიასთან ბრძოლასა და ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში. ჩეხეთი მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა. თანამშრომლობა როგორც არსებულ ისე ახალ პარტნიორებთან, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო  სექტორის წარმომადგენლებთან არის უმნიშვნელოვანესი ერთობლივი ქმედებებისათვის” – განაცხადა ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა რადეკ პოლიცარმა.

თეგები: კოვიდ პასპორტებიკორონავირუსის პანდემიამსოფლიო ჯანდაცვა

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იანვარი 3, 2022
858
მსოფლიო

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს

იანვარი 3, 2022
883
მსოფლიო

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
876

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია