fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს

18:13 იანვარი 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
882
ნახვა

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.

ანდრეი ბაბიში მისალოც წერილში ხაზს უსვამს ჩეხ და ქართველ ხალხს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობას და აღნიშნავს, რომ  ქვეყნებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„თქვენო აღმატებულებავ! ნება მიბოძეთ გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და პარლამენტში ნდობის გამოცხადებისას მიღებული წარმატება. ხსენებულთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო ჩეხ და ქართველ ხალხს შორის არსებული კეთილგანწყობა და მეგობრული ურთიერთობა. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება სამომავლოდ საერთო ინტერესების მქონე ყველა სფეროში, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. დიდად ვაფასებ ჩვენს კავშირებს არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ მრავალმხრივ ფორმატებშიც. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს სრული მხარდაჭერის უზრუნველყოფას საქართველოსადმი საერთო ინტერესებზე დამყარებული თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, თქვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში, ისევე როგორც ევროპისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეულ გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიისა და მისი სოციო-ეკონომიკური შედეგების წარმატებული მართვისთვის ამ რთულ დროს ძალზედ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა. მინდა ასევე დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ ულევი წარმატება გისურვოთ  ამ საპასუხისმგებლო და მომთხოვნ საქმეში. მოუთმენლად ველი ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

თეგები: ანდრეი ბაბიშიგიორგი გახარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

ოქტომბერი 2, 2021
805
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

სექტემბერი 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

სექტემბერი 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია