ჩეხეთმა საგანგებო მდგომარეობა 28 თებერვლამდე გაახანგძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე ქვეყანაში შენარჩუნდება კომენდანტის საათი, შეკრებებზე შეზღუდვა. ასევე დახურული იქნება არააუცილებელი მაღაზიები.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში კორონავირუსით 1,088,009 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 18,143 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 966,399-ს შეადგენს.











