ჩეხეთში ძაღლებს კოვიდინფიცირებულის ყნოსვით ამოცნობისთვის წვრთნიან. ინფორმაციას ამის შესახებ france24-ი ავრცელებს.
„კვლევა მიზნად ისახავს ძაღლების იმ შესაძლებლობის გამოვლენას, რომელიც კორონავირუსული ინფექციის ამოცნობას გულისხმობს, რომელიც სამომავლოდ პანდემიასთან ბრძოლაში დაგვეხმარება. ეს მეთოდი, შესაძლოა, სხვა ლეტალურ დაავადებებთან ბრძოლაშიც ეფექტური აღმოჩნდეს“,- აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი, გუსტავ ჰოტოვი.











