კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობა ხელახლა ცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
დაავადების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, ჩეხეთში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ყოველ 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 303.3 შემთხვევა დაფიქსირდა.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში იზღუდება შენობაში 10 ადამიანზე მეტის, გარეთ კი 20-ზე მეტის შეკრება.
5 ოქტომბრიდან ამოქმედებული რეჟიმი 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.











