fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი ქალაქის სწრაფი განვითარებაა – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე

14:45 დეკემბერი 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
797
ნახვა

„მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და თითოეულ მოქალაქეს ვუსურვო წარმატებული 2022 წელი“, – ამის შესახებ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა.

მისი თქმით, ფოთი უნდა დაუბრუნდეს განვითარების იმ მოდელს, რომელსაც ეს ქალაქი მისი დაფუძნების დღიდან დაადგა.

“როგორც ცნობილია 2021 წლის 30 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მე ამირჩიეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ. ამისთვის მადლობას გიხდით თქვენ ჩემო ფოთელებო.

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვემსახურო თითოეული ჩემი თანამოქალაქის საუკეთესო ინტერესებს. მართალია წინა წლები გამოწვევებით იყო აღსავსე, თუმცა მომავალი ჩვენს ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის უკეთესობისკენ შევცვალოთ.

ჩვენი დაპირებისამებრ, ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა იქნება ამ ქალაქს შევძინოთ სტრატეგიული მნიშვნელობა და გარდავქმნათ ერთ-ერთ წარმატებულ ცენტრად ჩვენს ქვეყანაში. ფოთი უნდა დაუბრუნდეს განვითარების იმ მოდელს, რომელსაც ეს ქალაქი მისი დაფუძნების დღიდან დაადგა. ქალაქი ფოთი ხომ ოდითგანვე დასავლური ღირებულებების მატარებელი ქალაქია, რომელიც, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით, უმნიშვნელოვანესი ფუნქციით იყო დატვირთული. შესაბამისად, ჩემი და ჩემი გუნდის მიზანიც ქალაქის სწრაფი განვითარება იქნება, რომლისკენაც სვლა შეუქცევადად უნდა წარიმართოს. ჩემთვის ასევე კარგად არის ცნობილი სხვადასხვა მიმართულებით არსებული ადგილობრივი პრობლემები, რომლებსაც ეფექტურად გადავჭრით თუკი ერთად დავდგებით ამ გამოწვევების პირისპირ.

მე მჯერა, რომ ქალაქ ფოთის მოქალაქეებისთვის ჩვენს მიერ დაპირებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტი პოზიტიურად გადაიჭრება და ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ქალაქისთვის ყველა საჭირო პროექტის განხორცილებისთვის, ფოთის საკრებულო, მაჟორიტარ ირაკლი ხახუბიასა და ქალაქის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად, აქტიურ კომუნიკაციაში დარჩება პარტია ქართულ ოცნებასა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როგორც არა ერთხელ მითქვამს, ღრმად ვარ იმაშიც დარწმუნებული, რომ ფოთელების აქტიური ჩართულობის შედეგად ფოთის განვითარებას ვერაფერი შეაფერხებს და ის ქვეყნის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემ ქალაქს დამდეგ შობა-ახალ წელს! დღეს შექმნილ ვითარებაში, პირველ რიგში, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და, დაე, საუკეთესო 2022 წელი გვქონოდეს ჩვენი და ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ. ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს საქართველო, ქალაქი ფოთი და მისი თითოეული მოქალაქე“, – განაცხადა ალექსანდრე ტყებუჩავამ.

თეგები: ფოთი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ფოთში “ნაციონალური მოძრაობის” ბანერი დააზიანეს

სექტემბერი 12, 2021
768
პოლიტიკა

გუნდის პრიორიტეტია, ყველა უბანი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული – ბექა ვაჭარაძე

აგვისტო 22, 2021
774
პოლიტიკა

„თინა ბოკუჩავა არ იქნება ფოთში მერობის კანდიდატი“ – ენმ-ის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე

აგვისტო 15, 2021
816

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია