პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები გრძელდება და მეხუთე რაუნდი აუცილებლად გაიმართება.
„ყველა პოლიტიკურმა ძალამ და პარტიამ დაადასტურა, რომ მზად არიან, განაგრძონ მოლაპარაკებები, ჩვენი პოლიტიკური პარტიის ძალიან ნათელი პოზიციაა, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია და ჩვენ ამ მოლაპარაკებებიდან უნდა გამოვიტანოთ საუკეთესო შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანას წაიყვანს წინ. თქვენ იცით, რა მოთხოვნებიცაა. საბოლოო ჯამში რაზეც შევთანხმდებით ოპოზიცია და ხელისუფლება, ის იქნება შეთანხმებაში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.











