ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ზოიძემ „იმედის” ეთერში ჩართვისას განაცხადა.
როგორც აკაკი ზოიძე ამბობს, მისი ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ჩემი ოჯახის წევრს აქვს კოვიდი, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ასევე ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველა ჩვენს ტელემაყურებელს, იმიტომ, რომ ეს უბრალო კეთილი სურვილი აღარ არის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ოჯახისთვის”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საქართველოში კორონავირუსის 4472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 ნოემბრის მონაცემები











