fbpx
22/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩემს მიერ ერთობის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი ზოგს არ მოსწონს – ნიკა მელია

06:52 ივნისი 9, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
922
ნახვა

ვინც არ ნებდება, ის იმარჯვებს – ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, იმსათან დაკავშირებით, რომ პარტიამ დედაქალაქის ექვს სამაჟორიტარო ოლქი საკუთარი კანდიდატის დაყენებაზე უარი თქვა.

 

„ჩემ მიერ გახმაურებული ენმ-ის გადაწყვეტილება თბილისის მაჟორიტარული ოლქების დათმობის თაობაზე, ზოგიერთისთვის მოულოდნელი იყო.

 

თბილისში არსებულ ვითარებასა და პოლიტიკურ კონტექსტში, ივანიშვილის ოცნების დასამარცხებლად უკიდურესად აუცილებელია ოპოზიციური ერთობა და ის, რომ ეს ერთობა, რაც შეიძლება, მეტ პარტიას მოიცავდეს და სრულად ფარავდეს არსებულ ოპოზიციურ სპექტრს.

 

მერწმუნეთ, გაცილებით იოლია, მაჟორიტარული ოლქები გადაინაწილო „ევროპულ საქართველოსა“ და „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთად, ვიდრე კონსენსუსს მიაღწიო ყველა პოლიტიკურ აქტორთან, მაგრამ თბილისში, პირველ ტურში, ამ ფართომასშტაბიან ერთობას შესწევს ძალა, დაამარცხოს ოლიგარქი.

 

ვინც ამ ერთობის აუცილებლობას ვერ ხედავს, ან საერთოდ ვერ ხედავს პოლიტიკურ პროცესებს დინამიკაში, ან უბრალოდ არ სურს დანახვა.

 

ოპოზიციური სპექტრისთვის ექვსი მაჟორიტარული ოლქის დათმობა ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში სრულად იყოს წარმოდგენილი არსებული პოლიტიკური სპექტრის ინტერესები და მეორე მხრივ, ამომრჩეველს ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება.

 

ბევრი ჩვენი მხარდამჭერი, გულშემატკივარი წუხს იმაზე, რომ თუ რომელიმე რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად ენმ-ის, ან ენმ-ის ბლოკის წარმომადგენელი არ იქნება დასახელებული, ეს გამოიწვევს პარტიის ხმების დაკარგვას პროპორციულ არჩევნებში.

 

მინდა, განვმარტო, არანაირად არაა პარტიული ხმები მიბმული მაჟორიტარულზე და პირიქით. გადავხედოთ წინა არჩევნების შედეგებს და დავრწმუნდებით. ბევრ მაჟორიტარს პარტიაზე ნაკლები ხმა აქვს აღებული.

 

გარდა ამისა, მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, პირადად ვაგებ პასუხს თბილისურ კამპანიაზე, ყველგან, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული იქნება, ან არ იქნება ჩვენი ბლოკის წარმომადგენელი.

 

გამარჯვებისთვის ხშირად მოულოდნელი ნაბიჯებია საჭირო და ყოველთვის – პასუხისმგებლობის აღება! თუ პოლიტიკოსს ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია, სხვების ტყვეობაში კი არ უნდა იყო, პირიქით სხვები უნდა დაარწმუნო შენი პოზიციის სისწორეში.

 

არასოდეს მიბრძოლია ფრონტის მეორე, მესამე ხაზზე, არასოდეს ამოვფარებივარ აქტივისტებს და არც პასუხისმგებლობას გავქცევივარ და თუკი დღეს, ჩემს მიერ ერთობის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი არ მოსწონს ზოგს, არაუშავს, ცოტა გვიან მიხვდებიან, რომ სწორად მოვიქეცით. ეს გვიან არც ისე გვიან იქნება – სულ რამდენიმე თვეში.

 

ვინც არ ნებდება, ის იმარჯვებს!“ – წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორტარ კანდიდატებს დედაქალაქში მხოლოდ ორ ოლქში – სამგორსა და გლდანში წარადგენს.

თეგები: მაჟორიტარულინაციონალური მოძრაობანიკა მელიაოპოზიცია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს

იანვარი 1, 2022
786
მთავარი ამბავი

ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს

დეკემბერი 4, 2021
816
პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსულტაციებს მართავს

დეკემბერი 3, 2021
765

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია