ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელიც ზრუნავს საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე ,კულტურულ მემკვიდრეობაზე, დედაქალაქზე, გუნდის წევრი, რომელიც დედაქალაქს უბრუნებს ძველ ისტორიულ იერსახეს, უბრუნებს ორბელიანის და გუდიაშვილის მოედნებს, აშენებს ახალ ქუჩებს, ოღონდ უკვე გამოკვეთილად უკვე ევროპული იერსახით, უბრუნებს მზიურს, კიკვიძის ბაღს, მალე განახლებულ ვაკის პარკს და რაც მთავარია, მალე თბილისელებს აჩუქებს ცენტრალურ პარკს,- ამის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ბექა ოდიშარიამ წარდგენაზე განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო გუნდის წევრი, რომელთან ერთადაც ჩვენ შევქმენით საქართველოს ახალი კონსტიტუცია, ნამდვილი ევროპული კონსტიტუცია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც პირველად თავად თქვა უარი ძალაუფლების ერთ ხელში მოხვეჭასა და ხელისუფლების უზურპაციაზე, გუნდი რომელმაც მე მომცა საშუალება ურთიერთობა მქონოდა დიასპორელებთან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.











