“ჩემთვის თინას განცხადება იყო სიურპრიზი”, – ასე შეაფასა დავით კირკიტაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადება.
„მე და ჩვენს ფრაქციას ახალი პოზიცია ჯერ არ შეუმუშავებია, არ გვიმსჯელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიშელის დოკუმენტში ამნისტიის საკითხი მთავარ პრობლემად რჩება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.










