“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ვერ შეაჩერებს ვერც პროტესტს, ვერც სამოქალაქო აქტივისტებს, ვერც მიტინგებს. ეს მათი მცდარი იდეოლოგიაა, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს“,- ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებას.
„ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ არ აინტერესებთ საქართველოს ევროკავშირთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია. ისინი ადგანან გზას რუსეთისკენ, ბელორუსისკენ და თურქმენეთისკენ. ეს დემოკრატიის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. ამას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯი. ისინი წუხილს გამოხატავენ, პირდაპირ წერენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არ არის გზა ევროპისკენ, ეს არ არის გზა დასავლეთისკენ. ეს არის გზა ლუკაშენკოსკენ, პუტინისკენ და ბერდი მუხამედოვისკენ. ასეთ გზას ადგას „ქართული ოცნება“.
ეს ვერ შეაჩერებს ვერც პროტესტს, ვერც სამოქალაქო აქტივისტებს, ვერც მიტინგებს. ეს მათი მცდარი იდეოლოგიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. თუნდაც, შარლ მიშელის ხელშეკრულების სულისკვეთებას“,-აცხადებს ჩიხლაძე.









