ჩინეთის ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, ქვეყანა ივნისის ბოლოსთვის მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 89,923 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 85,087-ს შეადგენს.











