ჩინეთში (მთვარის) ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში სამუშაოდ არიან მშობლიურ მხარეს უბრუნდებიან.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, მოგზაურობისთვის, მოსახლეობამ ბოლო 7 დღის განმავლობაში გაკეთებულ კორონავირუსის ტესტზე, უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.
CNN -ის ცნობით, ის ხალხი, რომლებიც საშუალო ან მაღალი რისკის მქონე ჯგუფებს განეკუთვნებიან, უმჯობესი იქნება, თუ მოგზაურობისგან თავს შეიკავებენ.
მათ, ვისაც კორონავირუსი არ დაუდგინდებათ, კარანტინში ყოფნა არ მოუწევთ, თუმცა ვალდებულები იქნებიან თავიანთი ჯანმრთელობა, ტემპერატურა, სიმპტომები აკონტროლონ და ვირუსზე ტესტი დანიშნულების ადგილზე ჩასვლიდან მეშვიდე და მეთოთხმეტე დღეს, ორჯერ გაიკეთონ.
ახალი რეგულაციები 28 იანვრიდან ამოქმედდება და ძალაში 8 მარტამდე დარჩება.











