ჩინეთის ხელისუფლება დაქორწინებულ წყვილებს 3 შვილის ყოლის უფლებას მისცემს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, მანამდე წყვილებს მხოლოდ 2 შვილის ყოლის უფლება ჰქონდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც აღწერამ აჩვენა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელმა იკლო და მოსახლეობის ზრდა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.
გადაწყვეტილების პარალელურად, ჩინეთის ხელისუფლება ოჯახებისთვის სწავლის გადასახადს შეამცირებს. ასევე, გააძლიერებს დახმარების პროგრამას და ქალთა ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.











