ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დიდი ოცეულის სამიტზე საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
ჩინეთის ლიდერის ინიციატივით, მოგზაურების ჯანმრთელობის სტატუსი ე.წ. QR-კოდებით უნდა გადამოწმდეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ჩვენ გვჭირდება პოლიტიკის ჰარმონიზაცია და „სწრაფი გზა“, რომელიც ადამიანების წესების დაცვით გაადაადგილებას შეუწყობს ხელს“ , – განაცხადა სი ძინპინმა.
სი ძინპინს მექანიზმის მუშაობის პრინციპზე დეტალურად არ უსაუბრია, თუმცა იმედი აქვს, რომ მის წინადადებას ბევრი ქვეყანა შეუერთდება.
ცნობისთვის, ე.წ. QR-კოდების წაკითხვა მობილური ტელეფონით არის შესაძლებელი. ამ სისტემას ჩინეთის მთავრობა კოვიდინფიცირებულთა გადაადგილების გასაკონტროლებლად ეპიდემიის აქტიური ფაზის დროს იყენებდა.
უფლებადამცველები ამ წინადადებაში საფრთხეს ხედავენ. მათი თქით, ეს კოდები შესაძლოა, „მოქალაქეთა პოლიტიკური მონიტორინგის მექანიზმად იყოს გამოყენებული“.