ჩინეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც 4 თებერვალს დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ჩინეთის გლობალურ სატელევიზიო ქსელს დიდ ბრიტანეთში მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა.
ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის სამმართველოში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია სანდოობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს არღვევს.
ამასთან დაკავშირებით BBC-ის კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.











