ჩინეთის ხელისუფლებამ დააკავა პროფესორი, რომელმაც გამოაქვეყნა ესეები, სადაც ის სი ძინპინს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიცრუესა და ცენზურაში ადანაშაულებდა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
სამართალმცოდნე, ცინჰუას უნივერსიტეტის პროფესორი, სუ ჟანრუნი, რომელიც ჩინეთის მთავრობის კრიტიკითაა ცნობილი, სამართალდამცველებმა მის სახლში დააკავეს.











