ჩინეთმა ჰონგ-კონგში უსაფრთხოების ოფისი გახსნა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ოფისი დროებით სასტუმრო Causeway Bay-ში, „ვიქტორიას პარკის“ სიახლოვეს, განთავსდება.
ახლად გახსნილ ოფისზე ჩინეთის დროშა აღმართეს.
ცნობისთვის, უსაფრთხოების ოფისი გახსნა ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგთან დაკავშირებით მიღებული უსაფრთხოების კანონის ერთ-ერთი ნაწილია. ოფისი იმუშავებს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებზე და ექნება გარკვეული უფლებამოსილებები, მათ შორის, ჰონგ-კონგის სკოლებში ეროვნული უსაფრთხოების შესახებ განათლების მონიტორინგი.











