ჩინეთმა კანადის ორ მოქალაქეს – მაიკ სპავორისა და მაიკლ კოვრიგს ბრალი ჯაშუშობაში დასდო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ყოფილი დიპლომატი მაიკლ კოვრიგი და ბიზნესმენი მაიკ სპავორი ჩინეთში 2018 წელს დააკავეს.
ორივე მათგანს ბრალი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ ჯაშუშობასა და ჩინეთის ფარგლებს გარეთ მყოფი პირებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ მიწოდებაში ედებათ.
კანადის ხელისუფლებამ ჩინეთის მიერ თავისი მოქალაქეების დაკავება „თვითნებურ ქმედებად“ შეაფასა.











