ჩინეთმა, საკუთარი ვაქცინის გამოყენებით, 9 მილიონამდე მოქალაქე აცრა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 7 მილიონზე მეტ მოქალაქეს ვაქცინაცია 15 დეკემბრიდან დღემდე ჩაუტარდა.
ჩინეთმა კომპანია Sinopharm-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ფართოდ გამოყენების ნებართვა დეკემბრის ბოლოს გასცა.
კომპანია Sinopharm-ის მტკიცებით, მათი ვაქცინის ეფექტურობა 79.34%-ია. იმუნიტეტის გამომუშავებისთვის ვაქცინის 2 დოზაა საჭირო.











