ჩინეთმა Sinovac-ის ვაქცინის 3-17 წლის ბავშვებში გამოყენება დაუშვა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„Sinovac-ის ვაქცინა 3-17 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცდა“, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა”,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
Sinovac-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანიამ დაასრულა ვაქცინის ადრეული გამოცდის ეტაპი ბავშვებსა და მოზარდებში, ხოლო შედეგები სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში მალე გამოქვეყნდება.











