ჩინეთმა „სინოვაკ ბიოტექის“ ვაქცინა 3-17 წლის ასაკის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.
ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, I და II ფაზის კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინას აღნიშნული ასაკის ბავშვებში იმუნური რეაქციის წარმოქმნა შეუძლია და გვერდითი რეაქციების უმეტესობა მსუბუქი ხასიათისაა.
ამჟამად ჩინეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს უტარებენ და ამ დრომდე ქვეყანაში ვაქცინების 723.5 მილიონი დოზაა გამოყენებული.











