მიანმარის საზღვართან კორონავირუსის ახალი შემთხვევების აფეთქების შემდეგ, ჩინეთმა ქალაქ რუილის მთლიანი მოსახლეობის ( 300 000) ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ქალაქი რუილი (იუნანის პროვინცია), სადაც ხელისუფლებამ შექმნილი ვითარების გამო კარანტინი გამოცხადა, სწორედ მიანმარის საზღვართან მდებარეობს.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიანმარის საზღვართან შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ქვეყანაში ახალი კლასტერის გაჩენა, დიდი ალბათობით, ამ ადგილს უკავშირდება.
ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კოვიდის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 15 ადგილობრივი ინფექციაა. ეს 31 იანვრის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია.
ქვეყნის მასშტაბით პანდემია კონტროლს ექვემდებარება. ჩინეთში ვირუსის ახალი შემთხვევების მატებას მკაცრი ზომებით ებრძვიან.
პანდემიის დაწყებიდან ჩინეთში კორონავირუსის 90,305 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 4,636 ადამიანი.











