ჩინეთში ბოლო 2 თვეში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობში კორონავირუსის 42 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჩინეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 85 868 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილია 4,634 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთი კორონავირუსით ინფიცირებულ უსიმპტომო პაციენტებს ოფიციალურ სტატისტიკაში არ აღრიცხავს.











