ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ჩინეთში კოვიდ 19-ს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ქვეყანაში ბოლო 8 თვის განმავლობაში დაფიქსირებული პირველი ფატალური შემთხვევაა.
ჩინეთში, გასული დღე ღამის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელი, კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში დაფიქსირებული შემთხვევებიდან 81 ხებეის, 43 კი – ხეილუნძიანის პროვინციაში გამოვლინდა.











