გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისისიის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია. ჩინეთში კოვიდის 11 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, თუმცა ქვეყანა მათ სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კოვიდის 89,975 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











