გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია. ჩინეთში კოვიდის 18 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსით 90 182 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 4 636 ადამიანი.











