გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დაფიქსირებული შემთხვევებიდან 14 იმპორტირებულია, 2 მათგანი კი ადგილობრივი ინფექციაა.
ჩინეთში კორონავირუსის 12 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 90,426 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











