გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 1 ადგილობრივი ინფექციაა. დანარჩენი კი იმპორტირებულია.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.https://www.reuters.com/article/health-coronavirus-china-cases/china-reports-24-new-covid-19-cases-on-july-13-vs-29-a-day-earlier-idUSB9N2C200L
ჩინეთში კორონავირუსის 9 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 92,119 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











