გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 5 ადგილობრივი ინფექციაა, დანარჩენი კი იმპორტირებულია.
ჩინეთში კორონავირუსის 17 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 90,872 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











