გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ჩინეთში კორონავირუსის 9 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











