გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ცნობით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 19 ადგილობრივი ინფექციაა, რომელიც გუანდუნის პროვინციაში დაფიქსირდა. დანარჩენი კი იმპორტირებულია.
ჩინეთში კორონავირუსის 16 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 91,300 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











